logo
ENG



1-ლი ივნისიდან რუსეთი დანიას გაზის მიწოდებას შეუჩერებს

31 მაი 202220:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/31/zb7mmg9iat3pqhk.jpg

1-ლი ივნისიდან რუსეთი დანიას გაზის მიწოდებას შეუჩერებს

ინფორმაცია დანიურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ, Ørsted-მა დაადასტურა. გადაწყვეტილება რუსულმა გაზპრომმა მას შემდეგ მიიღო, რაც Ørsted-მა საფასურის რუბლში გადახდაზე უარი განაცხადა.

დანიური კომპანიის განცხადებაში ნათქვამია:  

"ვინაიდან არ არსებობს გაზსადენი, რომელიც რუსეთიდან პირდაპირ დანიაში მოდის, რუსეთი ვერ შეძლებს, პირდაპირ შეწყვიტოს ბუნებრივი აირის ტრანზიტი დანიაში. შესაბამისად, ჩვენთვის კვლავ იქნება შესაძლებელი გაზის მიღება. თუმცა, ეს ნიშნავს, რომ დანია უფრო მეტად უნდა ორიენტირდეს გაზის ევროპის ბაზარზე შეძენაზე. ველით, რომ ეს შესაძლებელი იქნება". 

​ევროპული ანალიტიკური ცენტრის, Bruegel-ის თანახმად, დანიის ენერგიის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 4% რუსულ გაზზე მოდის. 

რუსეთმა ბუნებრივი აირით მომარაგება უკვე შეუწყვიტა პოლონეთს, ფინეთსა და ბულგარეთს, მიზეზი ისევ და ისევ მათ მიერ გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარის თქმა იყო. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყველა ის ქვეყანა, ვისაც გადახდა მხოლოდ ევროსა და დოლარში სურს, "არამეგობრულთა" სიაში შეიყვანა. 


close დახურვა