logo
ENG



10-კაციანი შეკრების აკრძალვა ეხება ყველაფერს - გახარია ეკლესიაზე

21 მარ 202015:21
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყანაში იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

გახარიამ ჩამოთვალა ის პუნქტები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს აიკრძალება. ერთ-ერთი პუნქტია 10-კაციანი შეკრების აკრძალვა.

იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება კერძო ორგანიზაციებს, ბიზნეს-სტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება“, - განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე შეეხება თუ არა ეს აკრძალვა ეკლესიას, გახარიამ განაცხადა, რომ აკრძალვა შეეხება ყველას და ყველაფერს.

შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახლავთ“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად კორონავირუსისა, სინოდის სხდომაზე საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება და პროცესის დროს საერთო კოვზის გამოყენება მოხდება

საპატრიარქოს გადაწყვეტილებას საზგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. კერძოდ, მიაჩნიათ, რომ საერთო კოვზით ზიარების დროს დიდი საფრთხეა ვირუსის გავრცელების.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 48 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 1 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1966 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 პაციენტი რჩება.

ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.


close დახურვა