logo
ENG



ჰერჩინსკი: ვისაც ვესაუბრე პარტიებიდან, ყველა მხარს უჭერდა სტატუსის მინიჭებას

25 ოქტ 202316:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/25/ccoaxwb3f8v4nql.jpg

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ არაერთი პარტიის წარმომადგენელს შეხვედრია და არავინ გამოსულა კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან ერთად პრეზიდენტს შეხვდა.

"როგორც ევროკავშირის ელჩს თბილისში, შეხვედრები მქონდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ყველა პარტიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ორგანიზაციებთან, მეცნიერებთან - არავინ არ გამოსულა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ. ყველას, ვისაც გავესაუბრე, მმართველი პარტიიდან, ოპოზიციური პარტიებიდან, ყველა მხარს უჭერდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

დღეს დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ხატია დეკანოიძემ განაცხადეს, რომ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები ევროპელი პარტნიორებისგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გადავადებას ითხოვენ. სამნიძის თქმით, ბრიუსელში გაუგებარია, რატომ არ ისმის ოპოზიციური ფლანგიდან ერთიანი გზავნილები.

ამ განცხადების შემდეგ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ სტატუსის გადავადებას პარტნიორებისგან ენმ, ლელო, ვაშაძე და გვარამია ითხოვენ.

 


close დახურვა