ფორმულას ინფორმაციით, საქართველოში რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა იმყოფება.
რუსმა სამხედრომ თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა. ამასთან, მას ტიკტოკზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში გადაღებული ვიდეოებიც უდევს.
როგორც უკრაინაში ქართველმა მებრძოლმა, ვანო ნადირაძემ ფორმულას განუცხადა, ანა ლაკობა ახლა ბათუმში იმყოფება და გაუგებარია, რატომ შემოუშვეს ის საზღვარზე - ანა ლაკობას ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.
"არც ერიდება სოციალურ ქსელებში, თბილისის სხვადასხვა უბნიდან გადაღებული ფოტოები გამოფინოს. ამ წუთისთვის, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ქალი იმყოფება ბათუმში. მაგრამ ხელისუფლებისგან რეაგირება არ არის. სამაგიეროდ უკრაინიდან სამხედრო რომ წამოვა, აეროპორტში აჩერებენ, დაკითხავენ და ასე შემდეგ. განსხვავებას ხედავთ - როგორია დამოკიდებულება ოკუპანტის მიმართ და როგორია ქართველების მიმართ", - თქვა ნადირაძემ.
განახლება:
27 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ანა ლაკობა საქართველოში შემოვიდა და საქართველო დატოვა 2018 წელს.
უწყების მტკიცებით, 2018 წლის შემდეგ, პიროვნებას აღნიშნული პირადი მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე განვმარტავთ, რომ უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე Ganna ILYasova რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია სახელით ანა ლაკობა საქართველოში შემოვიდა და საქართველო დატოვა 2018 წელს .