logo
ENG



რამდენიმე აფთიაქის ხელმძღვანელს ფსიქოტროპული წამლის ურეცეპტოდ გაყიდვისთვის ბრალი წარედგინა

27 ოქტ 202313:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/27/tk4ucq4cnb2hgxf.jpg

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თბილისში, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში კანონდარღვევით მოქმედი ათეულობით აფთიაქი გამოავლინეს, რომლებიც სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე ყიდდნენ ფსიქოტროპულ წამლებს.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ როგორც სააფთიაქო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ასევე იქ მომუშავე, დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული პირებიც", - ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებოს ცნობით, ჯამში, სისხლისსამართლებრივ დევნა 58 ფიზიკური პირისა და 15 იურიდიული პირის მიმართ განხორციელდა. მათ ნაწილს გარკვეული პერიოდით ფარმაცევტული საქმიანობა აეკრძალათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების აღვეთით 3-დან 5 წლამდე.


close დახურვა