logo
ENG



გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელსა და ჰამასს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

28 ოქტ 202301:06
3 წუთის საკითხავი
clock 453
2023/10/28/u88gcmhfytmdswx.jpg

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელსა და ჰამასს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. დოკუმენტის მიღების წინააღმდეგ აშშ და ისრაელი გამოდიოდნენ.

რეზოლუცია წარადგინა იორდანიამ და გენერალურ ასამბლეაზე მას 120-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 14, ხოლო თავის შეიკავა 45-მა. დოკუმენტის მიღების შემდეგ დარბაზში ტაში გაისმა.

რეზოლუცია მოუწოდებს "დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარულ ზავისკენ, რომელიც გამოიწვევს საომარი მოქმედებების შეწყვეტას", ასევე "დაუყოვნებლივი, სრული, მდგრადი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობისკენ". გარდა ამისა, დოკუმენტი მოითხოვს, რომ ისრაელმა გააუქმოს თავის რეკომენდაცია ჩრდილოეთ ღაზის ევაკუაციის შესახებ.

რეზოლუცია მოითხოვს სამოქალაქო პირების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებას, რომლებიც უკანონოდ არიან ტყვეობაში, თუმცა გამტაცებლებად ჰამასი მოხსენიებული არაა.

შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაგმეს რეზოლუცია და ამტკიცებდნენ, რომ ის არ მოიცავს ჰამასის აშკარა კრიტიკას. რეზოლუციის ირგვლივ გამართული დებატების დროს ისრაელის ელჩმა გაეროში, გილად ერდანმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებები იყო "არა მშვიდობის მცდელობა", არამედ "ისრაელისთვის ხელების შეკვრის მცდელობა".

როგორც Reuters აღნიშნავს, კანადა ცდილობდა რეზოლუციაში შეეტანა პუნქტი, რომელიც გმობდა "ჰამასის ტერორისტულ თავდასხმას... და მძევლების აყვანას", მაგრამ ამ ცვლილებას გენერალურმა ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა.


close დახურვა