logo
ENG



ღაზის სექტორის უცხოელი მოქალაქეებისთვის ეგვიპტისაკენ გადასასვლელი, რაფაჰის ხაზი გაიხსნა

01 ნოე 202312:39
3 წუთის საკითხავი
 

7 სექტემბერს, ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ პირველად, ღაზის სექტორის უცხოელი მოქალაქეებისთვის გაიხსნა ე.წ. რაფაჰის ხაზი, საიდანაც ღაზიდან ეგვიპტეში გადასვლაა შესაძლებელი.

მოსალოდნელია, რომ დღეს სექტორს 400-მდე ადამიანი დატოვებს, მათ შორის 90-მდე დაშავებულებიც, რომელთა გადმოსაყვანადაც ღაზაში ეგვიპტიდან სასწრაფო დახმარების მანქანები დღეს დილით უკვე შეუშვეს.

ასევე ეგვიპტეში, საზღვართა გასწვრივ განლაგდება საველე საავადმყოფოები.

ცნობილია, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი ყატარის შუამავლობით გახდა, რომელიც აშშ-სთან ერთად კოორდინაციაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ისრაელთან, ჰამასსა და ეგვიპტესთან.


close დახურვა