logo
ENG



შეიარაღებული თავდასხმა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით?

02 ნოე 202320:02
3 წუთის საკითხავი
 

დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმაში დადანაშაულებული პირის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. დაზარალებული გიორგი ტატუაშვილი სწორედ კობა მენაბდიშვილს ასახელებს თავდამსხმელებს შორის. ვიდეო რეგისტრატორის კადრებში ჩანს მენაბდიშვილის ავტომობილი.

ყოფილი მერი შეიარაღებულ თავდასხმას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს, ტატუაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრია. მენაბდიშვილი კი არემჯი გოლდის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც არსებული ინფორმაციით, გომელაურის მფარველობით სარგებლობს. მომხდარიდან 24 საათზე მეტი გავიდა, დაკავებული არავინაა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს თავდასხმის კადრები.


close დახურვა