logo
ENG



სინოდის სხდომა

02 ნოე 202320:28
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური და საომარი ვითარება - სწორედ ამ თემებზე იმსჯელეს დღეს საპატრიარქოში. სინოდის სხდომის ოქმი ჯერ არ გამოქვეყნებულა, მედიამ პრესსამსახურისა და ეპისკოპოსებისგან გაიგო განხილული საკითხების შესახებ. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, არ გამართლდა გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ პატრიარქი გადადგომის საკითხს დააყენებდა.

ერთ-ერთი დადასტურებული საკითხი, რომელიც დღეს სინოდმა განიხილა, ეს ტაძრების და იმ ეპარქიების მდგომარეობაა, სადაც ოკუპაციის ხაზი გადის - საინტერესოა, რა კუთხით წარიმართა განხილვა, როცა ანდრია ჯაღმაიძის ბოლო ლოიალურმა განცხადებებმა ოკუპანტების სასარგებლოდ საზოგადოებაში უმწვავესი რეაქცია გამოიწვია.


close დახურვა