საგურამოს პოლიციას ძალადობასა და დევნაში ადანაშაულებენ. სამართალდამცველებმა ერთი ოჯახიდან სამი ძმა, იმ ბრალდებით აიყვანეს - თითქოს ისინი პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, ძალადობრივი ქმედებებით არ დაემორჩილნენ. სცემეს პოლიციელები, რადგან საქმის ამ ვერსიის მიხედვით - პოლიციას წინააღმდეგობას სამივე ძმა უწევდა - ბრალიც მძიმე გამოვიდა - ჯგუფურად ჩადენილი დაუმორჩილებლობა. ძმებ ტიელიძეებს - სასჯელის ზომად - 4 ან 7 წელი ემუქრებათ. ერთია რა წერია ბრალდების საქმეში - თვითმხილველები და დაკავებულების ოჯახი კი შაბათის ფორმულას მომხდარის - სრულიად სხვა ვერსიას უყვებიან. საგურამოს პოლიციის უფროსის მოადგილეს - კონფლიქტამდე რამდენიმე წუთით ადრე, პირად მობილურ ტელეფონზე ტიელიძეების მეზობელმა დაურეკა, რომელსაც ძმებთან პირადი უთანხმოება ჰქონდა. ადგილზე მისულმა პოლიციის მაღალჩინოსანმა - ერთ-ერთ ძმას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - მოგვიანებით კი საქმე პირიქით შეიკერა.
საგურამოს პოლიციას ძალადობასა და დევნაში ადანაშაულებენ - შაბათის ფორმულა
04 ნოე 202320:48
3 წუთის საკითხავი