logo
ENG



კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს

06 ნოე 202312:40
3 წუთის საკითხავი
 
კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს

ავერსის კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს - ინფორმაცია ფორმულას იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.

პირველ ნოემბერს თბილისში, ავერსის ერთ-ერთი კლინიკიდან გამოკვლევაზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. კლინიკის ინფორმაციით, პატიმრები ბადრაგებს ჰყავდათ, რა დროსაც ისინი გაიქცნენ. 2 ნოემბერს გაქცეული სამივე პატიმარი დააკავეს. 

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თავდაპირველად გაქცეულ პატიმრებს პოლიციისთვის ჩაბარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "საშიში არაფერია" და მსგავსი ტიპის დანაშაული ყველა სახელმწიფოში ხდება. მოგვიანებით, მან აღნიშნა, რომ პატიმრები თბილისთან ახლოს დააკავეს. 

პოლიციამ საბადრაგო ჯგუფის უფროსი 2 ნოემბერს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა.

ამასთან, ავერსის კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი ადამიანია დაკავებული.


close დახურვა