logo
ENG



ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: ეს ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ ბუნებას

06 ნოე 202320:08
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: ეს ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ ბუნებას

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს.

"ღრმად შეშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების დროს საქართველოს მოქალაქის მკვლელობით. ეს უხეში თავდასხმა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ ბუნებას. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას", - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

***

სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს. სუს-ის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი გაიტაცეს.

 


close დახურვა