logo
ENG



100 დღე კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევიდან - WHO ახალ გეგმას წარადგენს

10 აპრ 202009:57
3 წუთის საკითხავი
clock 301

100 დღე გავიდა მას შემდეგ რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთში COVID19-ის პირველი შემთხვევების შესახებ მიიღო შეტყობინება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე" დაწერა.

ტედროს გებრეიესუსის განმარტებით, მიმდინარე პანდემია ბევრად მეტია, ვიდრე ჯანდაცვის კრიზისი და ყველა ქვეყნის მთავრობებისა და საზოგადოების რეაგირებას მოითხოვს. მისი ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „სტრატეგიული მზადყოფნისა და რეაგირების განახლებულ გეგმას წარადგენს".


close დახურვა