logo
ENG



კობახიძე: შარშან დაბლოკეს სტატუსის მინიჭება, შესაბამისად არჩევნები 5%-იანი ბარიერით იქნება

14 ნოე 202313:04
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: შარშან დაბლოკეს სტატუსის მინიჭება, შესაბამისად არჩევნები 5%-იანი ბარიერით იქნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 5%-იანი ბარიერის დაწევა არ იგეგმება. როგორც მან განაცხადა, შარშან გაცემული დაპირების თანახმად, გასული წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში გეგმავდნენ ბარიერის დაწევას.

"ამას ჰქონდა კონკრეტული ლოგიკა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება შარშან შეამცირებდა პოლარიზაციის ხარისხს და ასეთ პირობებში უფრო ლოგიკური იქნებოდა დაბალ ბარიერით არჩევნების ჩატარება. ეს იყო მესიჯი კონკრეტული ძალების მიმართ, რომლებიც ბლოკავდნენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ შევთავაზეთ დეკემბერში შარშან, არ დაებლოკათ კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ასეთ შემთხვევაში დავწევდით ბარიერს, მაგრამ მათ არჩიეს სხვა გზა. ისევ დაბლოკეს შარშან დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გააღვივეს პოლარიზაცია, ერთი წელი აძახებინეს რადიკალურ ოპოზიციას, რომ ვიყავით რუსული ძალა, არ გვინდოდა სტატუსის მიღება და ა.შ. ეს იყო მათი არჩევანი, თუმცა ისინი წავიდნენ ვა-ბანკზე, სცადეს რევოლუციის მოწყობა, შესაბამისად არჩევნები ჩატარდება ხუთპროცენტიანი ბარიერით", - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ევროპაში ძირითადად 5%-იანი ბარიერი მოქმედებს და მხოლოდ ერთეულ ქვეყნებშია ყველაზე დაბალი - 4%-იანი ბარიერი:

"ასევე მოლდოვასა და უკრაინაში მოქმედებს 5%-იანი ბარიერი. ჩვენ ისედაც "ჩამოვრჩებით" მოლდოვასა და უკრაინას და არ გვინდა ამაშიც ჩამოვრჩეთ".

5%-იანი ბარიერი, რომელიც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის რომ სტაბილურად განვითარდეს დემოკრატიული პროცესები.


close დახურვა