logo
ENG



წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ქარბუქი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

19 ნოე 202318:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/19/xgrgxlckh47b8gx.jpg

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მათი განცხადებით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ამასთან, როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.


close დახურვა