logo
ENG



აშშ-ში "ქურდული სამყაროს" ქართველი წევრები დააკავეს

21 ნოე 202312:58
3 წუთის საკითხავი
 

ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქის პროკურატურის განცხადებით, დაკავებული არიან ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები.

უწყების განცხადებით, გამოძალვის ფაქტზე, ჯამში ოთხი პირია დაკავებული: ვაჟ გაბადაძე, კახა კაცაძე, თეიმურაზ თავბერიძე და დავით ტიკარაძე.

"როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, გაბადაძე, საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი და მისი თანამოაზრეები ადამიანებს ფულის მოთხოვნის მიზნით, ფიზიკური ძალადობით ემუქრებოდნენ", - განაცხადა ამერიკელმა ადვოკატმა დენ უილიამსმა.

FBI-ის დირექტორის თანაშემწის, ჯეიმს სმიტის განცხადებით, მსხვერპლის დაშინება ძალადობით ფულის გამოძალვის მიზნით, უკანონოა და "ნიუ-იორკში საქმე ასე არ კეთდება". მისი თქმით, დაკავებულები საქმიანობას, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში ეწეოდნენ.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 41 წლის გაბადაძეს, 45 წლის კაცაძეს, 54 წლის თავბერიძესა და 53 წლის ტიკარაძეს თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით ემუქრებათ.


close დახურვა