მომღერალ კოსტა სანიკიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა დაკავებული. სხდომა 2 საათის დაგვიანებით დაიწყო, რადგან გიორგი გველესიანმა ოჯახის მიერ აყვანილი ადვოკატის აცილება მოითხოვა. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და არაფერს ამბობს მოტივზე, რატომ დაესხა თავს კოსტა სანიკიძეს.