logo
ENG



პაპუაშვილი პარტიების დაფინანსებაზე: იურიდიული პირებისგან შემოწირულებები ძალიან დაბალია

22 ნოე 202312:29
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ევროკომისიასთან მჭიდრო მუშაობით შემუშავდა. რაც შეეხება გეგმის პუნქტს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, აქ მათ ვენეციის კომისიის, GRECO-სა და ეუთო/ოდირის მოსაზრებები გაითვალისწინეს.

პაპუაშვილის თქმით, პარტიების დანახარჯების ზედა ზღვარი კანონმდებლობით უკვე შემცირებულია საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0,1%-დან 0,05%-მდე. მისივე თქმით, მოსაზრება იყო კიდევ ხომ არ დაწეულიყო ზედა ზღვარი და ამაზე მსჯელობა ექნება.

რაც შეეხება მეორე საკითხს, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულების გაკეთება აეკრძალებათ. პაპუაშვილის თქმით, არსებობს რისკები, რომ იურიდიული პირების მეშვეობით მოხდეს ფიზიკური პირებისთვის დაწესებული ზღვარის გვერდის ავლა.

"ადვილია, დააარსო იურიდიული პირი, რამდენიმე დააარსო და შემდეგ ის ჭერი, რაც არის დადგენილი, გადაანაწილო და ასევე გააკეთო შემოწირულება. საერთო ჯამში, იურიდიული პირებისგან შემოწირულებების ოდენობა არის ძალიან დაბალი. 2020 წელს მთლიანი პარტიული შემოსავლების/შემოწირულებების მხოლოდ 3% იყო იურიდიული პირებისგან", - განაცხადა პაპუაშვილმა.


close დახურვა