აბასთუმნის ობსერვატორიის ადმინისტრაცია მეცნიერის ოჯახს გამოსახლებით ემუქრება. მამის დაკრძალვისთვის, უკრაინიდან დაბრუნებულ შვილს სთხოვენ, რომ ტერიტორია დატოვოს. ოჯახს კი სხვაგან წასასვლელი არ აქვს. ვადა იწურება, ადმინისტრაცია კი ნანა ნაცვლიშვილს ჰპირდება, რომ სახლს პოლიციის ძალით დაატოვებინებს.