logo
ENG



ამილახვარი: ვმუშაობთ ე.წ. ეროვნულ შეფასებაზე, რომ მე-6, მე-9 და მე-12 კლასში, შემოვიტანოთ სადიაგნოსტიკო შეფასებები

25 ნოე 202323:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/25/or4iqgr3tsgtte5.jpg

ჩვენ ვმუშაობთ ე.წ. ეროვნულ შეფასებაზე, რომ მე-6, მე-9 და მე-12 კლასში, პირველ ეტაპზე შემოვიტანოთ სადიაგნოსტიკო შეფასებები და შემდეგ, წლების განმავლობაში, როდესაც სისტემა კარგად აპრობირებული გახდება ამ შეფასებებში, სავალდებულო გავხადოთ, როგორ შეიძლება თავში მოგვსვლოდა, რომ ეს გავაუქმოთ, პირიქით, ჩვენ გავაუქმეთ იმ კონკრეტული მეთოდის სავალდებულოობა, რომელსაც თავად მასწავლებლები და სკოლები ითხოვდნენ და მივეცით არჩევანის თავისუფლება. თუ მათ მოსწონთ ის მოდელი, რომლითაც აქამდე მიდიოდნენ, სრული უფლება აქვთ ასე გააგრძელონ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ახალ შეფასების მოდელზე გადავიდნენ. თვითონ გადაწყვიტოს - შეაფასებს სემესტრის შუაგულში, სემესტრის ბოლოს, რამდენჯერ გამოიყენებს შეფასებას საგანში, საშინაო დავალებაში შეფასების რა კომპონენტს მისცემს. ეს პედაგოგსა და სკოლას აძლევს მეტ აკადემიურ თავისუფლებას


close დახურვა