სოციალურად დაუცველი ოჯახის კიდევ ერთი ზამთარი ერთ ოთახში. ბარბაქაძეები ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითში საძირკველ გამოცლილ სახლში არასრულწლოვანებთან ერთად ცხოვრობენ. წვიმისას სახლი იტბორება. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი შემწეობაა. ხელისუფლებას სახლის გამაგრებაში დახმარებას ამ დრომდე, უშედეგოდ სთხოვენ.