საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ახლანდელი ქმარი კი მოკლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ცნობილია, რომ კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. ფორმულას ინფორმაციით, დაჭრილი ქალი საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.
მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს, თუმცა ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ფორმულას ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.
ფორმულას შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.