logo
ENG



სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში სტუდენტებს შეხვდა და USAID გააკრიტიკა

04 დეკ 202313:27
3 წუთის საკითხავი
 

რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის ადგილობრივ სტუდენტებს შეხვდა და ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა.

კერძოდ, სიმონიანმა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს ორგანიზაცია დახმარების ნაცვლად, ქვეყნებს დამოუკიდებლობას ართმევს. რუსი პროპაგანდისტის აზრით, USAID-ის ადგილი აფხაზეთში არ არის.

"ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიც USAID-ია, ატარებენ საკუთარ პოლიტიკას და ღირებულებებს, ახდენენ ქვეყნის პარალიზებას, ცვლიან ერის კულტურულ კოდს, ბოლოს კი ართმევენ დამოუკიდებლობას - ეს არის საშინელება. აქედან კარგი არაფერი გამოვა. როგორი ლოზუნგებითაც არ უნდა მოვიდნენ თქვენთან, არ მოგიტანენ სიკეთეს, მაგრამ მოგიტანენ ბევრ ბოროტებას.

ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ეს ყველაფერი დასრულდება სისხლისღვრით, როგორც ყოველთვის სრულდება მათი ჩარევა. აფხაზეთის ხელისუფლებას სიბრძნეს, გამბედაობას და სიძლიერეს ვუსურვებ, რომ მათ წინააღმდეგ უკომპრომისოდ იბრძოლოს", - თქვა სიმონიანმა.


close დახურვა