logo
ENG



"ახალ წელს შეიძლება, ხალხი ასე აყარონ?" - გარემოვაჭრეების პროტესტი გორში

06 დეკ 202308:57
3 წუთის საკითხავი
 

ხმაური იყო გუშინ ღამით გორში. გარემოვაჭრეებმა მერიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის საფუძველზეც, მათ ქართლის ქუჩის დატოვება მოუწიათ. 

რამდენიმე თვის წინ გარემოვაჭრეებს გურამიშვილის ქუჩა დაატოვებინეს და ამ ტერიტორიაზე შესთავაზეს ალტერნატიული სივრცე, რის შემდეგაც მერიამ გამოყოფილი ადგილები იჯარით გაასხვისა. მოვაჭრეების თქმით, უკვე მეორედ რჩებიან ერთადერთი საარსებო წყაროს გარეშე. 

"ამ ახალ წელს შეიძლება ხალხია ასე აყარონ? დაგვაცადონ ეს ახალი წელი, რომ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს რაღაც მივუტანოთ", - აცხადებენ ისინი. 

გორის მუნიციპალიტეტის ინსპექციის ხელმძღვანელის, ილია რაზმაძის თქმით, მოიჯარემ ადგილზე სამშენებლო მასალა მოიტანა, ამიტომ, "სთხოვეს ხალხს", მისთვის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საშუალება მისცეს. 

"იმედია, მივალთ იმ შეთანხმებამდე, რომ თითოეული გარემოვაჭრე კულტურულად, ცივილიზებულად  გადავა ბაზრის ტერიტორიაზე, რომელიმე ბაზრის ტერიტორიაზე, რამდენიმე ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა მათ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და ყველაფერს გავაკეთებთ კანონის ფარგლებში", - ამბობს რაზმაძე. 

 

 

 

close დახურვა