პედაგოგი, მაია ეკალაძე, რომელიც განათლების სამინისტროსთან 3 დღის განმავლობაში შიმშილობდა, ღამით კლინიკაში გადაიყვანეს. ეკალაძე შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მას სასწრაფო დახმარება გამოუძახეს.
მოშიმშილე პედაგოგს, მისი თანამებრძოლები და ოჯახის წევრები შიმშილის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია მისი გადაწყვეტილება.
***
მასწავლებლები დირექტორების შესარჩევ ხელახალი კონკურსის ჩატარებას მოითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ შერჩევა უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით წარიმართა. ეს მოთხოვნა მათ 2 დღის წინ მინისტრსაც გააცნეს, თუმცა, შეხვედრის შემდეგ, გიორგი ამილახვარმა უარი თქვა პირობების შესრულებაზე.
განათლების სამინისტროსთან სკოლის დირექტორების კანდიდატები უკვე მე-4 დღეა ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებენ. ხოლო ერთ-ერთმა კანდიდატმა მაია ეკალაძე პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილს მიმართა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რას განათლების სამინისტროსთვის მიცემული ვადა ამოიწურა.