logo
ENG



ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილის შეწყალება ევროპული და ეროვნული გადაწყვეტილება იქნება

14 დეკ 202314:14
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. მისი თქმით, ეს ევროპული და ეროვნული გადაწყვეტილება იქნება. 

"იმედი მაქვს, რომ განსაკუთრებით ახლა, როცა საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ევროპამ დაინახოს, რეალურად, რომ ქვეყანა წინ მიიწევს ევროინტეგრაციის გზაზე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამის გათვალისწინებით მიიღებს ეროვნულ და ევროპულ გადაწყვეტილებას და შეიწყალებს პრეზიდენტ სააკაშვილს", - განაცხადა მან. 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს არ იწყალებს, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. 

"უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ. ეს არ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ევროპულ გზაზე დაყენებაში. არა მხოლოდ მან, შევარდნაძემაც, ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა. ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე აღინიშნა, მთავარი როლი ითამაშა", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

 

 

 

 


close დახურვა