logo
ENG



კალაძე საცობებზე: გუშინ ვაკე-საბურთალოს მიდამოებში 54 ავარია იყო, ამასაც აქვს გავლენა

14 დეკ 202316:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/14/4lz8vl9bjpp71tv.jpg

თბილისის მერის, კახა კალაძის მტკიცებით, საცობებზე გავლენა ავტოსაგზაო შემთხვევებსაც აქვს. როგორც მან თქვა, გუშინ ვაკე-საბურთალოს მიდამოებში 54 ავარია დაფიქსირდა. 

"[საცობების] მთავარი მიზეზი არის ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობა. 350 000 ავტომობილი მოძრაობს თბილისში პიკის საათში, წარმოგიდგენიათ? გუშინ ამას დაემატა ავტოსაგზაო შემთხვევები, ვაკე-საბურთალოს მიდამოებში იყო 54 ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ. ეს საოცრებაა, ცხადია, ამ ყველაფერს აქვს გავლენა. ერთადერთი გზა, რაც მოგვცემს ჩვენ შესაძლებლობას, რომ ამ მიმართულებით რაღაცები გამოვასწოროთ, ეს არის ის პოლიტიკა, რასაც ატარებს დედაქალაქის მერია", - ამბობს კალაძე. 

გარდა ამისა, თბილისის მერმა სპეკულაცია უწოდა ჟურნალისტის კითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საცობების გამო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი დანიშნულების ადგილას დროულად ვერ მივიდა. 

"როგორც არ გრცხვენიათ ამ კითხვას რომ სვამთ. სპეკულირებთ, ცოტა სირცხვილი უნდა იქონიოთ და ზრდილობა, რომ ასეთი შეკითხვა არ დაგსვათ... არანაირი დაგვიანებით არ მისულა. გამოითხოვეთ ინფორმაცია, დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ, რამდენ წუთში მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის საცობები, მიუხედავად იმისა, რომ რთულია გადაადგილება, არც სასწრაფო დახმარების მანქანას შეჰქმნია პრობლემა, არც სახანძროს, იმიტომ, რომ საზოგადოებას აქვს იმის კულტურა, როცა სახანძრო მოდის, თუნდაც სასწრაფოს მანქანა, გაატაროს", - ამბობს კალაძე. 

კალაძის განცხადების შინაარსის პოსტი გუშინ სოციალურ ქსელში თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა გამოაქვეყნა. მან 13 დეკემბრის მასშტაბური საცობი იმ დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევებით ახსნა.

 

 

close დახურვა