logo
ENG



პარლამენტმა დავით ნარმანია სემეკის წევრად მეორე ვადით აირჩია

15 დეკ 202317:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/15/0i7buossfv979hg.jpg

პარლამენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრად დავით ნარმანია მეორე ვადით, ხმათა უმრავლესობით აირჩია. ის ამ თანამდებობაზე პირველი ვადით, 6 წლით 2017 წელს აირჩა და კომისიას 2019 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობდა.

სემეკის მომავალი თავმჯდომარე კომისიის წევრებიდან, ფარული კენჭისყრით, 3 წლის ვადით უნდა აირჩიონ.

"კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე, 6 წლით, დავით ნარმანიას კანდიდატურა შეირჩა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ. კანონმდებლობის შესაბამისად, ერთი და იგივე პირი კომისიის წევრის პოზიციაზე შეიძლება აირჩეს ორი ვადით", - წერს სემეკი.

 

close დახურვა