იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ევროპულ ინტეგრაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ფორმულას კითხვას, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ექსპრეზიდენტის როლს და ამ პროცესში მის პატიმრობიდან გათავისუფლების მნიშვნელობას შეეხებოდა, ბრეგაძე ამბობს:
"მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს და ამას არაფერი კავშირი არ აქვს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან".
დამაზუსტებელ კითხვაზე, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ევროინტეგრაციასთან კავშირი, ბრეგაძე პასუხობს:
"მე გითხარით, პატიმრობას არავითარი კავშირი არ აქვს".
14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.