logo
ENG



გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა - მდგომარეობა სტაბილურია

19 დეკ 202309:26
3 წუთის საკითხავი
clock 653

გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა. 2 წლის ლაზარეს მდგომარეობა ახლა სტაბილურია. ოპერაცია 12 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ბავშვს დღეს პალატაში გადაიყვანენ.

ექიმის თქმით, კანის გადანერგვა გადაუდებელი აუცილებლობა იყო, რადგან თავის ქალის დეფექტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ 2-3 კვირაში ხელახალი ოპერაცია იქნება საჭირო, რათა ძვლოვანი დეფექტი სრულად დაიხუროს.

ლაზარე და მისი 6 წლის ძმა ოზურგეთში ძაღლმა 16 დეკემბერს დაკბინა. დაშავებული ბავშვები ინციდენტის დროს საკუთარ სახლთან დედასთან ერთად იმყოფებოდნენ.


close დახურვა