logo
ENG



tagesschau: თავდაპირველად საქართველოს გერმანიამ სამუშაო ბაზარზე წვდომის გამარტივება შესთავაზა

20 დეკ 202320:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/20/vaje9sucmngxzoq.jpg

გერმანული მედია საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ წერს - როგორც tagesschau აღნიშნავს, საქართველოსთვის გერმანიის პირველი შეთავაზება იყო დასავლეთ ბალკანეთის რეგულაციის გაფართოება, რაც ქართველებისთვის გერმანულ სამუშაო ბაზარზე წვდომას გაამარტივებდა, თუმცა ეს წინადადება მთავრობისთვის უინტერესო აღმოჩნდა.

"ქვეყანაში უკვე არის "ტვინების გადინების" პრობლემა: ახალგაზრდებმა, კარგი განათლების მქონე ადამიანებმა უკვე დატოვეს ქვეყანა და დარჩენილი კადრების თავად საქართველოს სჭირდება. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, არის კარიერული პერსპექტივის ნაკლებობა, მეორე მხრივ, ის, რომ საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ", - აღნიშნულია სტატიაში.

მედიის ინფორმაციით, საქართველოსთან მიმართებაში გერმანიას ორი მიზანი ჰქონდა: გერმანიაში თავშესაფარი უფრო ნაკლებმა ქართველმა უნდა მოითხოვოს, რადგან როგორც წესი, ამას ისინი ვერ იღებენ და ეს პროცედურები ტვირთავს გერმანიის ბიუროკრატიას. ამის ნაცვლად, ქართველები იმიგრირდნენ ჩვეულებრივ სამუშაო ბაზარზე, რადგან გერმანიას კვალიფიციური კადრების ნაკლებობა აქვს.

ფედერალური მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი მიგრაციის საკითხებში გამოცემას ეუბნება, რომ საბოლოოდ, გერმანიისა და საქართველოს ინტერესები თანხვედრაში მოვიდა: შეთანხმება, უპირველეს ყოვლისა, იმ ქართველებს ეხებათ, რომლებმაც უკვე დატოვეს სამშობლო და EU-ში მიემგზავრებიან.

გერმანიამ და საქართველომ მიგრაციის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელი, რომლის მიხედვითაც გერმანიაში ლეგალურად დასაქმება და გერმანიიდან არალეგალების დეპორტაცია გამარტივდება.

ნოემბრის მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებისგან თავშესაფრის 8 000-ზე მეტი განაცხადი შევიდა.

მიმდინარე წლის აგვისტოში გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა


close დახურვა