logo
ENG



წვიმა, ძლიერი ქარი, მთაში თოვა, ნისლი, ზღვაზე შტორმი - 23-26 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

22 დეკ 202313:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/22/4jn57l9bfqus1or.jpg

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი, კერძოდ: წვიმა - ზოგან ძლიერი, ასევე, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.


close დახურვა