logo
ENG



ხაბეიშვილი: ერთ მხარესაა რუსული პარტია ივანიშვილ-გახარიებით, აქეთ ევროპული პერსპექტივა

22 დეკ 202320:11
3 წუთის საკითხავი
clock 1026
2023/12/22/9pxpg6rpy2prfc8.jpeg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახარიას პარტიის 21 დეკემბრის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ხალხს მის ამაზე "ადეკვატური რეაქცია" ექნება. 

"უნდა გვესმოდეს სხვაობა. აქეთ არის რუსული პარტია ივანიშვილ-გახარიებით, მეორე მხარეს არის ბორის ჯონსონი, მაკრონი, ჩვენი ევროპული, დასავლური პერსპექტივა, თავისუფლება, ეკონომიკური დოვლათი, ამიტომ ხალხი გააკეთებს ანალიტიკას, შეფასებას და დარწმუნებული ვარ, რომ გახარიას ამ შეფასებაზეც ადეკვატური რეაქცია ექნებათ", - აცხადებს ხაბეიშვილი. 

21 დეკემბერს გაკეთებული განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის და ქართული ოცნების ყოფილი ლიდერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის მოუწოდებს ქართულ ოცნებას, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან საპატიმროში გადაიყვანონ.

როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა მიხეილ დაუშვილმა თქვა, "მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია, რომლის ორგანიზატორიც ქართული ოცნებაა".

ამასთან, პარტიამ მოუწოდა ქართულ ოცნებას, "უზრუნველყოს კანონმდებლობის აღსრულება და არ მისცეს უცხო ქვეყნსი მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება".

 

 


close დახურვა