Edison Research-ის კვლევის თანახმად, ამომრჩევლების 70% თავის პოლიტიკურ არჩევანში დარწმუნებულია.
გარდა ამისა, გამოკითხულებს სთხოვეს, 10-ბალიან შკალაზე შეეფასებინათ თავიანთი განწყობა, სადაც 10 ქულა არის პასუხი - აუცილებლად წავალ არჩევნებზე, ხოლო 1 ქულა - აუცილებლად არ წავალ არჩევნებზე.
კითხვაზე, "2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე რომ ვისაუბროთ, რამდენად სავარაუდოა, რომ მონაწილეობას მიიღებთ ამ არჩევნებში?" - პასუხები ასე გადანაწილდა:
- აუცილებლად წავალ არჩევნებზე - 72.6%
- აუცილებლად არ წავალ არჩევნებზე 5.3%
ამავე კვლევით გამოვლენილი პარტიული რეიტინგები იხილეთ აქ.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.