logo
ENG



გარდაიცვალა კაცი, რომელიც ახმეტაში სატელეფონო ანძაზე იყო ასული - მას ბეტონის საყრდენი ჩაენგრა

29 დეკ 202314:57
3 წუთის საკითხავი
 
გარდაიცვალა კაცი, რომელიც ახმეტაში სატელეფონო ანძაზე იყო ასული - მას ბეტონის საყრდენი ჩაენგრა

ახმეტაში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟებული სატელეფონო ანძების გასასწორებლად რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ კაცს ფეხქვეშ ბეტონის საყრდენი ჩამოენგრა და სიმაღლიდან ძირს გადავარდა. 35 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ის კომპანია მაგთიკომის თანამშრომელია და კახეთში სამუშაოს შესასრულებლად იყო ჩასული.

ფორმულა დეტალებს შსს-ში არკვევს. 

 

 


close დახურვა