logo
ENG



„პაპულასა და ელიკოს თავგადასავალი“

02 იან 202420:18
3 წუთის საკითხავი
 

ახალი წლიდან ახალ თეატრალურ სივრცეში ლევან წულაძე და მისი დასი ყველაზე გულწრფელ მაყურებელს ელიან. ხვალიდან თეატრ "სახელოსნო 42-ში" სერიოზულ და დრამატულ დადგმებს საბავშვო სპექტაკლი - "პაპულასა და ელიკოს თავგადასავალი" ჩაანაცვლებს. ამბავი მე-19 საუკუნის თბილისში ვითარდება და ყველასთვის კარგად ნაცნობ სიუჟეტს იმეორებს. სპექტაკლში იქნებიან ზღაპრის გმირები და საახალწლო ფილმების ცნობილი პერსონაჟები. როგორ იქცევიან ბოროტი ადამიანები კეთილებად და რას ელის პატარა მაყურებლებისგან ცნობილი რეჟისორი, რომელსაც საბავშვო სპექტაკლების გამოცდილება არ აქვს? 

 

close დახურვა