logo
ENG



ეუთო: ვგმობთ რუსეთის მუდმივ თავდასხმებს უკრაიანაზე, მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა

03 იან 202415:28
3 წუთის საკითხავი
clock 403
2024/01/03/aroxwkuerrsu2mg.png

ვროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია 2 იანვარს რუსეთის მიერ კიევსა და ხარკივზე განხორციელებულ თავდასხმებს განცხადებით გამოეხმაურა და რუსული აგრესია დაგმო.

განცხადებაში ეუთოს ხელმძღვანელობამ მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მუდმივი ძალადობა. 

"სიკვდილმა და ნგრევამ მოიპარა ქალების, კაცების, ბიჭების და გოგონების სიცოცხლე და გაანადგურა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ყოველდღე, არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად იხდიან ფასს ამ საშინელ კონფლიქტში. ისინი არასოდეს უნდა გახდნენ სასიკვდილო დრონებისა და სარაკეტო თავდასხმების მსხვერპლნი.

ჩვენ ერთად ვგმობთ ამ მიმდინარე თავდასხმებს და სასწრაფოდ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს მუდმივი ძალადობა, რომელიც არაფერს აკეთებს გარდა უბედურებისა და ტანჯვის მანკიერი ციკლის პროპაგანდისა. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ეს ომი ახლავე დასრულდეს", - ნათქვამია განცხადებაში. 

2 იანვრის დილას რუსეთმა კიევსა და ხარკივზე იერიში მიიტანა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა - რამდენიმე რაიონში რაკეტების ნამსხვრევები ჩამოვარდა. როგორც ცნობილია, ოკუპანტებმა კიევის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის რაკეტები, მათ შორის ჰიპერბგერითი რაკეტა "კინჟალი" გაუშვეს.

რუსეთის მიერ კიევსა და ხარკივზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია ათობით ადამიანი.


close დახურვა