ნიკორწმინდის ტაძრის ფასადი ზიანდება. რამდენად საგანგაშოა მდგომარეობა? გელათის მაგალითიდან გამომდინარე, სპეციალისტები სიფრთხილის აუცილებლობაზე მიუთითებენ. დაზიანების ამსახველ მასალას „ევროპა ჩვენი სახლია“ ავრცელებს, მათივე თქმით, ნალექი საფრთხეს უქმნის კედელს და საძირკველს. არადა ტაძრის რეაბილიტაცია ბოლო პერიოდში ორჯერ ჩატარდა.
