tkt.ge და biletebi.ge სასამართლოში იდავებენ. ორივე პლატფორმა სოლიდური თანხით დაჯარიმდა. საინტერესოა, რომ კონკურენციის სააგენტოში tkt-ge-ს biletebi.ge-მ უჩივლა, მაგრამ საბოლოოდ თავადაც დაეკისრა სანქცია. ორივე პლატფორმის უკან საქართველოს უმსხვილესი ბანკები დგანან.