logo
ENG



თავდაცვის სამინისტრო პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეიძენს

12 იან 202416:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/12/nybvfmc3d7qxd9t.jpg

თავდაცვის სამინისტრო პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

მათი ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა პოლონური კომპანია MESKO S.A-ს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

"საუბარი შეეხო საქართველოში თანამედროვე ტიპის, ნატოს სტანდარტების შეირაღების დანერგვის მნიშვნელობას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. მხარეებმა, ასევე განიხილეს თავდაცვის უწყებასა და პოლონურ კომპანიას შორის თანამშრომლობის გეგმები.

მოგვიანებით, ხელი მოეწერა პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადდა", - წერს სამინისტრო.

 

close დახურვა