logo
ENG



იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 220-მდე გაიზარდა

14 იან 202415:05
3 წუთის საკითხავი
clock 468
2024/01/14/qokugmoxyvsabbn.jpg

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 220-მდე გაიზარდა.

მედიის ცნობით, 20 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 1 000-ს აჭარბებს.

ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მიწისძვრა 1-ელ იანვარს მოხდა, სიმძლავრემ 7.6 მაგნიტუდას მიაღწია.

მიწისძვრის გამო ელექტროენერგიის მიწოდება ათასობით ადამიანს შეუწყდა. ასევე, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში გადაიდო ფრენები და შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა.


close დახურვა