logo
ENG



კოლუმბიაში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა

15 იან 202414:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/15/h4ixc36gzqgidx8.jpg

კოლუმბიაში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, 35 ადამიანი დაშავებულია. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შემთხვევა 13 იანვარს მოხდა. მეწყერმა დაფარა გზატკეცილი, რომელიც აკავშირებს ქალაქებს - მედელინა და კიბდო.

მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო გამოეხმაურა. მისი თქმით, "საშინელი ტრაგედია" მოხდა და ხელისუფლება დაზარალებულების მხადაჭერისთვის მზად არის.


close დახურვა