logo
ENG



თურქეთში, სამგზავრო ავტობუსის ავარიას 9 ადამიანი ემსხვერპლა

16 იან 202414:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/16/6pdaqatpsem49o9.jpg

თურქეთში, სამგზავრო ავტობუსის ავარიას 9 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა.

ავტობუსი, რომელიც ქალაქ მარდინის მიმართულებით მიდიოდა, მაგისტრალზე, მოსახვევში ბარიერს შეეჯახა და გადაბრუნდა.

15-მდე დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. ისინი რამდენიმე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტობუსში სულ 43 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მძღოლი და მისი ორი დამხმარე. ავარიის მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.


close დახურვა