logo
ENG



კობახიძე: ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს

16 იან 202416:34
3 წუთის საკითხავი
clock 468
2024/01/16/8wsnqr5uku6ty6y.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს "დამაჯერებლად მოიგებს".

კობახიძე ამბობს, რომ რაც არ უნდა მოიმოქმედოს ოპოზიციამ, მათ არჩევნებზე "წარმატების შანსი არ აქვთ".

"როგორც ჩანს, ამ საპარლამენტო არჩევნებზეც არ ცდება ძალიან ბევრი 1, 2 ან 3%-იანი ოპოზიციური პარტია. ესენი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სიებზე ვერ თანხმდებიან, კონკრეტულ დეტალებზე ვერ თანხმდებიან, მათ უჭირთ გაერთიანება.

საბოლოო ჯამში, ეს კარგ სურათს მოგვცემს. ეს სურათი იქნება ის, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს, გვექნება მანდატების სოლიდური რაოდენობა, პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასე გაგრძელდება ეს პროცესები, რაც საბოლოო ჯამში, შედეგად მოგვცემს ქართული ოცნების მორიგ მე-9, ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას", - თქვა კობახიძემ.


close დახურვა