logo
ENG



რა შეცვალეს ჩხარტიშვილის კომპანიის პრივატიზაციის პირობებში?

16 იან 202420:29
3 წუთის საკითხავი
 

მაღალი დონის კორუფციის რისკები ხელისუფლების გადაწყვეტილებებში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორის, ვანო ჩხარტიშვილის ოფშორულ კომპანიას პრივატიზაციის პირობები შეუცვალეს, მაგრამ ამ დრომდე მთავრობა დეტალებს მალავდა. ლაპარაკია მიწის ნაკვეთზე სიღნაღში, რომელიც ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიამ 1 ლარად 10 წლის წინ მიიღო, ვალდებულებების შესრულება კი 2-ჯერ გადაუვადდა. დღის ბოლოს საერთაშორისო გამჭვირვალობას სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უპასუხა და გაირკვა, რომ კომპანიას მთავრობამ კიდევ ერთი წელი მისცა.


close დახურვა