logo
ENG



ტყიბულის მერიის მაღალჩინოსანი, სავარაუდოდ, ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

17 იან 202412:25
3 წუთის საკითხავი
 

ტყიბულის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი, ჯონი ქასრაშვილი სავარაუდოდ, ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ფორმულას ინფორმაციით, ის ახლა ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. როგორც ცნობილია, ცოლს მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ქალმა სასწრაფო გამოიძახა.

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დეტალებს პაუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


close დახურვა