logo
ENG



ნაცვლიშვილი შოვის ტრაგედიაზე: არ ვართ დაცული იგივეს გამეორებისგან, ესაა მთავარი პრობლემა

19 იან 202422:33
3 წუთის საკითხავი
clock 517
2024/01/19/y43o98uehqb45e6.jpg

ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი შოვის ტრაგედიის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება. მისი თქმით, გამოძიებამ სიმართლე უნდა დაადგინოს და მოსახლეობას უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ ისინი დაცულები არიან.

ნაცვლიშვილის განცხადებით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა იგივეს გამეორებისგან დაცული არ არის. ამის შესახებ მან ფორმულასთან საუბრისას თქვა.

"ის პროპაგანდისტული მესიჯი, რომელიც ხელისუფლებამ შეიმუშავა და ამით შეეცადა საზოგადოების განწყობების მართვას, რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა და ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის სრული სიყალბე. სახელმწიფოს აქვს კონკრეტული ვალდებულებები, პიველ რიგში, პრევენციის, შემდეგ როცა ხდება ბუნებრივი კატასტროფა, ადგილზე სწორი რეაგირების, მათ შორის ერთი ჯგუფი არის, რომელმაც ადამიანები უნდა გადაარჩინოს.

სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ფუნქცია არის გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს ჭეშმარიტება. იმიტომ, რომ გვქონდეს გარანტია, რომ ხვალ ვართ დაცულები. ეს არის მთავარი პრობლემა, რომ ჩვენ არ ვართ დაცულები იგივეს გამეორებისგან და ისევე მოუმზადებელი შეხვდება სახელმწიფო ამას, როგორც შოვში შეხვდა. ამ ხელისუფლების პირობებში, ეს არ არის პირველი მძიმე მოვლენა, რომელიც თავს დაგვატყდა და რომელსაც მოუმზადებელი შეხვდა სახელმწიფო, რომელსაც ადეკვატურად არ უპასუხა", - აღნიშნა მან.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართული იყო მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


close დახურვა