კახეთში დაჭრეს კაცი, რომელსაც არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებაში სდებენ ბრალს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი არასრულწლოვანის მამიდის ქმარია. ძალადობის შესახებ კი გოგომ ოჯახის წევრებს მოუყვა, რის შემდეგაც მამის ძმამ კაცი ცივი იარაღით დაჭრა.
დაჭრილი საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, გოგოს ბიძა კი დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 137-ე (გაუპატიურება).