logo
ENG



"სამხედრო ინციდენტების რისკს ზრდის" - რუსეთის საგარეო NATO-ს წვრთნებზე

21 იან 202414:16
3 წუთის საკითხავი
clock 387
2024/01/21/9rvd1ljke7slijc.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, NATO-ს მასშტაბური წვრთნები სამხედრო ინციდენტების რისკს ზრდის.

სერგეი ლავროვის მოადგილე ამბობს, რომ რუსეთს "ძალის ამ პროვოკაციული დემონსტრაციებით ვერ შეაშინებენ".

"ამ მასშტაბის ნებისმიერი ღონისძიება მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო ინციდენტების რისკს და კიდევ უფრო ახდენს უსაფრთხოების ვითარების დესტაბილიზაციას. მაგრამ ევროპის უსაფრთხოების ინტერესები დღეს ნაკლებად აღელვბეთ მათ, ვინც NATO-ს ხელმძღვანელობას, მათთვის მთავარია, შეინარჩუნონ ამერიკული გავლენის ეს ინსტრუმენტი მსოფლიოში, უკვე წაგებულ ბრძოლაში, დასავლური ჰეგემონიის გასაგრძელებლად.

ძალის ამ პროვოკაციული დემონსტრაციებით ვერ შეაშინებენ და მოსკოვს უსაფრთოხებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ყველა რესურსი აქვს", - ნათქვამია განცხადებაში.

NATO-ს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში დაახლოებით 90 000 სამხედრო ჩაერთვება. ალიანსის ქვეყნები ოთხი თვის განმავლობაში განახორციელებენ სხვადასხვა ტიპის მანევრებს ხმელეთზე, ზღვასა და ცაში. სამხედრო სწავლება თვის ბოლოდან დაიწყება.


close დახურვა