logo
ENG



საქართველოში Transavia შემოდის - ავიაკომპანია თბილისიდან ამსტერდამში იფრენს

22 იან 202412:34
3 წუთის საკითხავი
clock 4031
2024/01/22/qjufiwkrld76opw.jpg

საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Transavia შემოდის.

TAV Georgia-ს ცნობით, ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით იფრენს. ავიარეისები 20 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. AIR FRANCE KLM ჯგუფის წევრი ავიაკომპანია, 50 წელია, ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად 9 მილიონი მგზავრი გადაჰყავს.
Transavia-ს 7 ბაზა აქვს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში.


close დახურვა